ანალიტიკამნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირმა ბელორუსულ ავიაკომპანიებს ევროპის თავზე ფრენა აუკრძალა

ავიაკომპანია “Belavia-ს” თვიმფრინავი, რომელიც მინსკიდან ბარსელონაში მიფრინავდა, წრეებს არტყამდა პოლონეთის საზღვართან, რადგან ევროკავშირის საჰაერო ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.

25 მაისს ევროკავშირმა ბლოკის ავიაგადამზიდებს დაბეჯითებით ურჩია, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას. ამასთან, ბელარუსის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა.

ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საფრანგეთი, ფინეთი და ჩეხეთი უკვე თანახმანი არიან. ბლოკს მიღმა, ამის მზაობა გამოთქვეს დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ. კონტინენტს მიღმა – კანადამ.

რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის: RyanAir-მა, WizzAir-მა, Air France-მა, Finnair-მა, Singapore Airlines-მა და LOT Airlines-მა განაცხადეს, რომ წყვეტენ რეისებს ბელარუსის მიმართულებით და აღარც ქვეყნის თავზე იფრენენ.

ოთხი დღის წინ ლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკმომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა, მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავაიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე, ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა.

პრატასევიჩი ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორია. NEXTA ბელარუსში განსაკუთრებით პოპულარული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა. ისინი აქტიურად აშუქებდნენ არჩევნების დროს მომხდარ მასობრივ დარღვევებს, საპროტესტო აქციებსა და დემონსტრატების წინააღმდეგ პოლიციის სისასტისკეს.

ქვეყანაში, სადაც რეჟიმი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მკაცრად ებრძვის, NEXTA ასიათასობით ადამიანისთვის ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ იქცა.

პრატასევიჩის დაპატიმრებამდე, ბრიუსელს მინსკის წინააღმდეგ უკვე ჰქონდა შემოღებული სანქციების სამი პაკეტი. მიდიოდა მუშაობა მეოთხე პაკეტის შინაარსზეც. “სახელმწიფო საჰაერო მეკობრეობის” შემდეგ, ევროპელმა დიპლომატებმა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მკაცრი ზომები.

სანქციების დეტალები ჯერ უცნობია. ინციდენტამდეც წერტილოვანი ფინანსური სანქციების დაწესება უკვე იგეგმებოდა პირადად ლუკაშენკას, მისი შვილის და უახლოეს გარემოცვაში შემავალი კიდევ 86 პირის წინააღმდეგ. ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება იგეგმებოდა ასევე 7 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგაც.

ცოტახნის წინ კი გავრცელდა იმფორმაცია იმის შესახებ,რომ ევროკავშირმა ბელარუსისთვის გათვალისწინებული სამი მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო პაკეტი შეაჩერა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

“მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში 3 მილიარდი ევროს ოდენობის საინვესტიციო და ეკონომიკური პაკეტი არსებობდეს, თუმცა იგი გაყინული დარჩება, ვიდრე ბელარუსი დემოკრატიული არ გახდება…

ჩვენ ზეწოლას განვახორციელებთ რეჟიმზე, ვიდრე ის საბოლოოდ არ სცემს პატივს მედიისა და აზრის თავისუფლებას”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირმა შესაძლოა, სანქციები დაუწესოს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დასმასთან დაკავშირებულ პირებს, ასევე ქვეყნის ხელისუფლების დამფინანსებელ კომპანიებს და ბელარუსის საავიაციო სექტორს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“.

ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button