საქართველოსიახლეები

კორონავირუსი კიდევ ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდგინდა ბოლნისის სიონის ტაძრის სასულიერო პირს. ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ტაძარში მსახურება მრევლის გარეშე მიმდინარეობს და სასულიერო პირს მრევლთან კონტაქტი არ ჰქონია.

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისის წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელს. იმავე დღეს გაირკვა, რომ ინფიცირებულია სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც საპატრიარქოს ერთ-ერთ შესასვლელს აკონტროლებდა.

გასულ კვირაში, კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში, ზღვის უბანში მდებარე ერთ-ერთი ტაძრის სტიქაროსანს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი აქვს წყნეთის ტაძრის მრევლის ერთ-ერთ წევრს, რომელიც საპატრიარქოს საავადმყოფოს თანამშრომელია.

მსგავსი პოსტები

Back to top button