მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება-ევროპარლამენტარი

ორბანის საქართველოში ვიზიტი არ წარმოადგენს ევროკავშირს-ბორელი

ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს.

„მოდით ნათელი ვიყოთ: ვიქტორ ორბანს შეუძლია თავისი ქვეყანა და მისი მიკერძოებული დიპლომატია წარმოადგინოს. ის ევროკავშირს არანაირად არ წარმოადგენს. ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება“, – წერს ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში.

პუტინის მოკავშირე ორბანმა “თბილისი მერიოტი” მოქალაქეების პროტესტის, სტვენისა და შეძახილების ფონზე დატოვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, – სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია“, – აღნიშნა ბორელმა.

პუტინის მეგობარი ორბანი თბილისშია- უნგრელ კოლეგას ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს

ორბანი საქართველოს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტუმრობს და რეალურად უნდა განიხილებოდეს როგორც კრემლის კურიერი და არა ევროკავშირის , – ამის შესახებ ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.

„ორბანი საქართველოს გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სტუმრობს და რეალურად უნდა განიხილებოდეს როგორც კრემლის კურიერი და არა ევროკავშირის. ევროკავშირის პოლიტიკური ხაზის აღრევა არ დაეხმარება ქართულ საზოგადოებას რუსეთის ჩარევას წინააღმდეგობა გაუწიოს“, – წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანი დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button