საბერძნეთში წყალდიდობას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა [Photo/video]

საბერძნეთის დასავლეთ ნაწილში ძლიერ წყალდიდობას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, – იუწყება Euronews.

წყალდიდობის მიზეზი გადაუღებელი წვიმა გახდა, რომელმაც საბერძნეთის ქალაქების ქუჩები დატბორა. თავსხმა ისეთი სიძლიერით მოდიოდა, რომ პელოპონესის ცენტარული ქუჩები მდინარეებად აქცია. წყლის დონემ ასფალტიდან 2 მეტრით აიწია. ძლიერმა ქარმა ხეები ფესვიანად ამოგლიჯა, ელექტროგადამცემი ხაზები გაწყვიტა და ავტომანქანები ამოაყირავა. ათობით შუქნიშანი მწყობრიდან გამოვიდა, რამაც გზებზე ქაოსი გამოიწვია. მაშველებს წარმოუდგენელი დაბრკოლების გადალახვა უწევდათ, რათა საცხოვრებელი სახლებიდან ადამიანების ევაკუაცია განეხორციელებინათ.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ვარ, სახლში მარტო ვიყავი, კარი ვერ გავაღე და წყალმა მხრებამდე დამტბორა. სანამ მაშველები მოვიდნენ, კინაღამ დავიხრჩვი”, – განაცხადა ერთ-ერთმა მოხუცმა ქალბატონმა.

მაშველებმა მეორე შშმ ქალი ვერ გადაარჩინეს, ვინაიდან სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო მან სამაშველო სამსახურში დარეკვა ვერ მოახერხა.

ამჟამად წყლის ტყვეობაში 7 დასახლებული პუნქტი და სტუდენტური ცენტრია, სადაც 80 ბავშვი იმყოფება. საბედნიეროდ, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”41462″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button