მნიშვნელოვანირეგიონი

ქედაში ავტობუსის გადაბრუნების შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა

ქედაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანეს. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბოლატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების თქმით, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.

მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button