მნიშვნელოვანისიახლეები

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია ასევე შეზღუდულია ავტომობილით გადაადგილებაც. პარლამენტის მიმდებარედ საზოგადოების წევრები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები.საკანონმდებლო ორგანოსთან, 19:00 საათზე დაგეგმილი აქციისთვის ემზადებიან ისინი “ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონპროექტის მიღებას აპროტესტებენ და საქართველოს ევროინტეგრაციის სურვილს გამოხატავენ. მათ ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მოაქვთ. ამასთან, საკანონმდებლო ორგანოსთან უკვე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც.

აქციის მონაწილეებს ადგილზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები მიაქვთ.
ცოტა ხნის წინ პარლამენტთან ქალთა მოძრაობის მარში მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან მივიდა.

მარშს შეუერთდნენ რეგიონებიც – “ჩვენ ვართ ყველგან და ბოლომდე დავიცავთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას!” – აცხადებენ ორგანიზატორები.
მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.

ცნობისთვის, დღეს, 19:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია ისევ გაიმართება. მოქალაქეები, პოლიტიკოსები, მესამე სექტორის წარმომადგენლები ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button