მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის არმიამ უკრაინის ქალაქებზე მასშტაბური სარაკეტო იერიშები მიიტანა

კიევში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშის დროს ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
აფეთქება დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმოდა.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ აფეთქება დედაქალაქში დნეპრის რეგიონში მოხდა.
“ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით.” – განაცხადა კიევის მერმა.
მერმა მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
კლიჩკოს ინფორმაციით კიევის გოლოსეევსკის რაიონში არასაცხოვრებელ კორპუსზე რაკეტის დაცემის შედეგად დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა ორი ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებებია კიევის, დნეპროპეტროვსკის, ხმელნიცკის, ვინიცის, ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრი ერმაკი ტელეგრამზე წერს, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე რუსული რაკეტა უკვე ჩამოაგდო.
ვიტალი კიმის ინფორმაციით, ორი რაკეტა გადაფრინდა მიკოლაივის რეგიონზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. კრივი რიჰის მერი ასევე იტყობინება, რომ კრივი რიჰის მიმართილებითაც ორი რაკეტაა გაშვებული.
ვარაუდები, რომ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.
სარაკეტო საფრთხის გამო ზოგ რაიონებს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროების ნასროლი რაკეტები ლვოვის ოლქის მიმართულებით მიფრინავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანი იური იგნატი აცხადებს, რომ რუსეთი ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს უკრაინის ცენტრალურ ნაწილს.
რუსებმა კიევის მიმართულებით 15-ზე მეტი ფრთოსანი რაკეტა ისროლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 37 საავიაციო და 10 სარაკეტო დარტყმა, მათ შორის ქალაქების, დნეპრის და ზაპოროჟიეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე – 97 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ქალაქ ხერსონის საცხოვრებელ სახლებზე. გენშტაბი ადასტურებს საჰაერო ძალების სარდლობის წინასწარ მონაცემებსაც, რომ წუხელ მოწინააღმდეგემ გამოიყენა 24 უპილოტო საფრენი აპარატი და ყველა მათგანი განადგურებულია.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, დიდი დანაკარგის მიუხედავად, მტერი არ წყვეტს შეტევას ბახმუტის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით, წარუმატებელი იერიში მიიტანა ლიმანისა და ავდეევკისკენ, ხოლო კუპიანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებებით თავდაცვას აწარმოებს.
ზაპოროჟიეს ოლქში სარაკეტო დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა ავრცელებს.

გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულებზე.

გამოძიების თანახმად, 2023 წლის 26 იანვარს, დილის 3:40 საათზე, რუსმა სამხედროებმა C-300-ით სარაკეტო შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. განადგურდა ტექნიკური აღჭურვილობა და შენობები. აფეთქების შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი მტერმა კვლავ დაბომბა.
გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, რუსეთის ჯარების შეტევა მოგერიებულია ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 9 დასახლებული პუნქტის რაიონში, მათ შორის ქალაქ ბახმუტთან.
გენერალური შტაბის მონაცემებით, ბოლო 24 საათში თავდაცვის ძალების ავიაციამ 14 დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონებზე და 2 დარტყმა – საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების პოზიციებზე. ჩამოგდებულია 2 თვითმფრინავი სუ-25 და ვერტმფრენი კა-52. გენშტაბის ცნობითვე, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს საოკუპაციო ძალების თავმოყრის 12 რაიონი, მართვის 1 პუნქტი და საბრძოლო მასალების 4 საწყობი.
საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის სხვა წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

უკრაინის ქალაქ ხერსონის პორტში რუსული რაკეტა მოხვდა თურქეთის დროშით მცურავ სატვირთო გემს, „ტუზლას“. ამის შესახებ თურქული ტელეკომპანიები NTV და TGRT იუწყებიან. ინციდენტი 24 იანვარს, საღამოს მოხდა. სარაკეტო დარტყმისას, რომელმაც ხანძარი გამოიწვია, ეკიპაჟის წევრები გემზე არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად, მსხვერპლი არ არის.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, გემი „ტუზლა“ ხერსონის პორტში ჩარჩენილია უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან. გემს ექსპლუატაციას უწევს კომპანია Cayeli Shipping-ი, რომლისგანაც სააგენტომ კომენტარი ვერ მოიპოვა.

Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პორტებში, მათ შორის ხერსონში, ჩარჩენილია 12 თურქული გემი, რომლებზეც არ ვრცელდება უკრაინასა და რუსეთს შორის გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ხორბლის და სხვა პროდუქტების ექსპორტის შესახებ. ამ შეთანხმებით, გემებს, რომლებსაც უკრაინიდან პროდუქცია გააქვთ, კოორდინაციას უწევს სტამბოლში მოქმედი სპეციალური ცენტრი.

მსგავსი პოსტები

Back to top button