მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

თელავში კერძო ტაქსით მომსახურების საფასური ერთი ლარით გაიზარდა

თელავში კერძო ტაქსით მომსახურების საფასური ერთი ლარით გაიზარდა. დღეიდან, ქალაქში, სხვადასხვა მიმართულებით გადაადგილება, 4 ლარი ეღირება.

ტაქსის მძღოლების განმარტებით, მომსახურების ღირებულება, საწვავზე ფასის ზრდის გამო მოხდა.

,,საწვავი ყოველდღიურად ძვირდება. გაძვირდა მანქანის ნაწილებიც. ფაქტობრივად სახლში ვერაფერი მიგვაქვს. ჩვენი სამუშაო ეს არის, სხვა სამსახურები არის სადმე? არც ჩვენს ინტერესში შედის ფასის მატება, მაგრამ გამოსავალი ვინ დაგვიტოვა?”- განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთ-ერთმა მძღოლმა.

ტაქსით გადაადგილებაზე ფასის მომატებას, ადგილობრივების უკმაყოფილება მოჰყვა.

” გამოდის ფეხით უნდა ვიაროთ. ეს მუნიციპალური ავტობუსი ყველგან ხომ არ მიდის, განსაკუთრებით, ღამის საათებში, როცა საღამოს სმენებიდან გამოვდივართ. დაქანცულებმა, ფეხითაც უნდა ვიაროთ? ყველა გაძვირება, საბოლოოდ, მაინც ჩვენს კისერზე გადადის”-აცადებს ადგილობრივი მცხოვრები, ეთერ ორკოდაშვილი.

ტაქსით მომსახურების საფასური, თელავში უკვე მესამედ გაიზარდა.

ქალაქის სხვადასხვა უბნების მიმართულებით მოძრავი კერძო ავტომანქანები, ძირითადად, თელავის აგრარულ ბაზართან იყრიან თავს და მათი რაოდენობა, ასს აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button