მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

საჯარო სკოლების ხელმძღვანელების საარჩევნო კამპანიაში ჩართვა “ქართული ოცნების”სასარგებლოდ

სამართლიანმა არჩევნებმა მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ორგანიზებას უწევდა საჯარო სკოლების დირექტორებისა და მათი მოადგილეების საარჩევნო კამპანიაში ჩართვას “ქართული ოცნების” საკრებულოს წევრობის კანდიდატის, ქეთევან ჭიპაშვილის სასარგებლოდ.

ინფორმაცია ამის შესახებ, თავად ორგანიზაციამ გამოაქვეყნდა და საკუთარ გვერდზე დადო დოკუმენტი, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და მათი მოადგილეების გვარები და საკონტაქტო ინფორმაციაა მითითებული

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ქეთევან ჭიპაშვილი ამავდროულად, ყვარლის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელია.
“სამართლიანმა არჩევნებმა ” მოუწოდა საქართველოს პროკურატურას, გამოიძიოს საჯარო სკოლის დირექტორების, მოადგილეების და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის ფაქტები და საზოგადოებას უმოკლეს დროში მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.

ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი, ქეთევან ჭიპაშვილი რადიო ჰერეთთან საუბარში განმარტავს, რომ გამოქვეყნებული დოკუმენტი მისი სამუშაო ფაილია და არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
” ეს არის დოკუმენტი, სადაც ნადვილად მაქვს ჩონათვალი სკოლის დირექტორებისა და მათი მოადგილეების. ხშირად სხვადასხვა ორგანიზაცია ითხოვს ამ სიას და გამზადებულს ვუგზავნით. არავითარი კავშირი არ აქვს ამას არჩევნებთან და ისე ვიყარე კენჭი საკრებულოში, ერთი თანშრომელიც ვერ იტყვის, რომ რამე აგიტაცია ჩავატარე”- განაცხადა ჭიპაშვილმა.

ქეთევან ჭიპაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” სიის მეცხრე ნომერი იყო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, ის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button