პარიზელი ტერორისტი ბრიუსელში ბარის მეპატრონე იყო [Photo]

ტერორისტი-კამიკაძე – იბრაჰიმ აბდესლამი, რომელმაც პარიზში, ვოლტერის ბულვარზე თავი აიფეთქა, ბრიუსელში ბარის მეპატრონე ყოფილა. როგორც ბელგიური გაზეთი – 7sur7 გვაცნობებს, ისლამისტის კუთვნილი ბარი ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების გამო დაიკეტა.

დარღვევები ზაფხულში იყო აღმოჩენილი, როდესაც ბარში პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერებები იპოვა.

როგორც ცნობილი გახდა, 31 წლის იბრაჰიმ აბდესლამმა, 13 ნოემბრს, ვოლტერის ბულვარზე თავი აიფეთქა. მისი ძმა – სალაჰ აბდესლამი ამჟამად იძებნება. პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ პარიზის ტრაგიკული მოვლენებიდან რამდენიმე საათში, პარიზის პოლიციამ სალაჰ აბდესლამი დააკავა. იგი ავტომობილ Volkswagen Polo-თი, რამდენიმე მგზავრის თანხლებით, ბელგიის საზღვართან გააჩერეს, მაგრამ შემდეგ ბრიუსელის მკვიდრი მალევე გაათავისუფლეს.

ტერაქტამდე, კამიკაძე იბრაჰიმ აბდესლამი საერთაშორისო ძებნაში იყო გამოცხადებული. ორი დღის განმავლობაში მას რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ეძებდნენ, მისი ფოტოსურათები ფრანგმა პოლიციელებმა ყველგან გამოაქვეყნეს. პარიზის ტრაგედიამდე, იბრაჰიმი ბრიუსელში დააკავეს, მაგრამ უტყუარი ალიბის წარდგენის შემდეგ, იგი გაუშვეს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”23198″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button