მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა მოსკოვში ოპერაცია გაიკეთა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, ასლან ბჟანიას მოსკოვში ოპერაცია ჩაუტარდა.

“საფუძვლიანი დიაგნოზის შემდეგ მას ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება”, – აცხადებენ პრესსამსახურში.

გავრცელებული ინფორმაციით, სარეაბილიტაციო პერიოდი რამდენიმე დღე გაგრძელდება, რის შემდეგ რუსეთში სამუშაო ვიზიტს გააგრძელებს.

აგვისტოს დასაწყისში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, მოსკოვში ვიზიტის მიმდინარეობისას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. მას უროლიტიზის გამწვავება აღენიშნებოდა,

2019 წელს ბჟანიამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში (მისი და მისი მომხრეების აზრით, იგი მოწამლული იყო). 2020 წლის არჩევნებამდეც, ჯანმრთელობის მდგომარეობის მოულოდნელი გაუარესების გამო, ის სასწრაფოდ მოათავსეს სოჭის საავადმყოფოში, საიდანაც ხელოვნურ კომაში მყოფი პოლიტიკოსი კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტრომ“ უარყო მოწამვლის შესახებ ცნობა და განაცხადა, რომ მას „ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია“ ჰქონდა.

2022 წელს ასლან ბჟანიას რუსეთის ერთ-ერთ კლინიკაში თირკმლის ოპერაცია ჩაუტარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button