მნიშვნელოვანისიახლეები

საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს

საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში სამუშაო ვიზიტს აგრძელებს. სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და უმრავლესობის წევრები იმყოფებიან.

მმართველი პარტიის ლიდერები ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავენ ევროპარლამენტარებთან და ევროპარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებთან.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ხელაშვილის განმარტებით, ვიზიტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს უკავშირდება. ხელაშვილის თქმით, შეხვედრების დროს საუბარი შეეხება როგორც ქვეყნის შიდა, ისე საგარეო პოლიტიკას. უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, რომ საქართველო აღიარებულია, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ექვსეულის ყველაზე წარმატებული წევრი ​​და იმედოვნებს, რომ 15 დეკემბერს მიღებული კომუნიკე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას კიდევ უფრო წინ წაწევს.

რაც შეეხება სანქციების დაწესებასთან დაკავშირებულ მოწოდებებს, ხელაშვილი ამ საკითხს პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს და ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს არ ელოდება.

სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში ასევე იმყოფება ფრაქცია „ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი. მისი განმარტებით, ის ევროპარლამენტში იმყოფება, როგორც პარლამენტარი და ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებთან. სალომე სამადაშვილის თქმით, მას კომპლექსური საუბარი ექნება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული მომავლის ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანია, დღევანდელ ხელისუფლებაზე განხორციელდეს შესაბამისი ზეწოლა და ამისთვის ევროკავშირს სხვადასხვა ინსტრუმენტები აქვს.

როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრებზე საუბარი „ალბათ“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხება.

აქვე მინდა შეგახსენოთ რომ სტრასბურგის სასამართლომ ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით სახელმწიფოს საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაავალა – სასამართლოს წერილი სახალხო დამცვალმა, ნინო ლომჯარიამ გამოაქვეყნა.

მთავრობამ 17 ნოემბერს არსებული სამედიცინო დასკვნა უნდა გაითვალისწინოს:

ნეტავ ახლა რას იტყვიან, რომ “ფეიკი” და არაპროფესიონალურად შესრულებული სამედიცინო დასკვნა გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი?

სტრასბურგის სასამართლოს 19 ნოემბერს გამოუცია დროებითი ღონისძიება და სწორედ სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნაზე მითითებით მიხეილ სააკაშვილისთვის ადეკვატური მკურნალობის მიწოდება დაუვალებია სახელმწიფოსთვის.” – წერს ლომჯარია Facebook-ზე და სტრასბურგის სასამართლოს წერილს აქვეყნებს.

“ვადასტურებ 18 და 19 ნოემბრის თქვენი კორესპონდენციის მიღებას, რომელიც იმეორებს თქვენს წინა თხოვნას სასამართლოს წესების 39-ე წესის ფარგლებში აპლიკანტი დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი ციხის საავადმყოფოდან მულტიპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში.

იმ პალატის, რომლისთვისაც იყო გადაცემული საქმე, პრეზიდენტის მითითების შესაბამისად თქვენი ბოლო განაცხადი გადაეცა მთავრობას, რომელიც მოწვეულია, უპასუხოს თქვენს კომენტარებს სასამართლოსთვის თავისი განაცხადის ფარგლებში, რომელიც 2021 წლის 24 ნოემბრამდე უნდა მიეწოდოს სასამართლოს.

პრეზიდენტმა ასევე მომცა მითითება, შევახსენო ორივე მხარეს, რომ სასამართლომ უკვე გამოიყენა სასამართლოს წესების 39-ე წესი ამ საქმეში და [პრეზიდენტმა] ორივე მხარეს მიუთითა დროებით ზომებზე. სასამართლოს წინა, 2021 წლის 10 ნოემბრის მითითების შესაბამისად (1) აპლიკანტმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა და (2) მთავრობამ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა, რომელიც შეეფერება აპლიკანტის ჯანმრთელობის გარემოებების ცვლილებას, რისთვისაც უნდა გაითვალისწინოს 17 ნოემბერს არსებული სამედიცინო მოსაზრება. პრეზიდენტმა ასევე მთხოვა მხარეების ყურადღება მივაქციო ყურადღება რომ ეს ორი დროებითი ზომა უპირობოა.

სასამართლო ხელახლა განიხილავს ამ შუალედურ გადაწყვეტილებას, როდესაც მოპასუხე მთავრობისგან მიიღებს დამატებით ინფორმაციას 2021 წლის 24 ნოემბერს”, – ნათქვამია წერილში.

ირაკლი კობახიძის ხმა

 

მსგავსი პოსტები

Back to top button