მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა მტრის 50-მდე შეტევა მოიგერიეს-რუსეთმა უკრაინაში 194 430 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში 4 ფრონტზე უკრაინელებმა მტრის 50-მდე შეტევა მოიგერიეს.
უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები კვლავაც ბახმუტი, ლიმანი, ავდიივკა და მარინკაა.

“ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკასა და მარინკას მიმართულებით დღის განმავლობაში, ჩვენმა დამცველებმა მტრის 50-მდე შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 6 სარაკეტო და 48 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
“ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა ექვსი სარაკეტო დარტყმა განახორციელა, განსაკუთრებით ქალაქ ჩასივ იარზე, კოსტიანტინივკასა და ხერსონზე. გარდა ამისა, [რუსულმა ძალებმა] განახორციელეს 48 საჰაერო დარტყმა და 77 თავდასხმა ჩვენს პოზიციებსა და დასახლებებზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით. დანგრეულია და დაზიანებულია სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკას და მარინკას ფრონტებზე. უმძიმესი ბრძოლები გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის. გასული დღის განმავლობაში მტერმა დაახლოებით 50 შეტევა განახორციელა“,- ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 194 430 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 194 430 ჯარისკაცი დაკარგა მათ შორის 660 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 7 მაისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3723
ჯავშანტექნიკა – 7248
საარტილერიო სისტემა – 3010
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 554
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 306
თვითმფრინავი – 308
ვერტმფრენი – 294
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2572
ფრთოსანი რაკეტა – 947
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 5952
სპეცტექნიკა – 380
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button