მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

“სტრატეგია აღმაშენებელმა” ლაგოდეხში მერობის კანდიდატი წარადგინა

პოლიტიკურმა გაერთიანება მესამე ძალამ ლაგოდეხის მოსახლეობას მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები წარუდგინა.

ლაგოდეხში მერობისთვის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, მალხაზ ნოზაძე იბრძოლებს.როგორც რადიო ჰერეთს სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განუცხადა, პოლიტიკური გუნდი ნებისმიერ, სამთავრობო თუ ოპოზიციურ კონკურენტ პარტიასთან გამორიცხავს დაპირისპირებას.

სერგო ჩიხლაძის განმარტებით, ბლოკში გაერთიანებული ძალა მხოლოდ ქვეყნის კეთილდღეობის ზრუნვით იქნება დაკავებული.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ლაგოდეხელ ამომრჩეველს კანდიდატები “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ წარუდგინა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდში მაჟორიტარ კანდიდატებად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი დამოუკიდებელი წევრები: ბესიკ თაბუნიძე, დავით ლომიძე და ალექსანდრე ვარდოსანიძე წარადგინეს. აფენის სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატად ისაკო ცქიფურიშვილი დასახელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button