ანალიტიკამნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

შეზღუდვების გამკაცრებას კახეთში პროტესტით პასუხობენ

თელავში, ტანსაცმლის ბაზრობებისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის წარმომადგენლები მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ გამოდიან.

ტრანსპორტის მფლობელები და ბაზრის მოვაჭრეები თვლიან,რომ ასეთი გადაწყვეტილება მათ ოჯახებს მძიმე ფინანსურ დარტყმას მიაყენებს.

“ეს არის არსებობა, ისედაც ცხოვრება არ არის. რომ მაჩერებენ, მეკითხებიან სახლში რას მივიტან? დღეში სამ რეისს ვაკეთებ ახმეტისკენ. ისედაც ძლივს მიფარავს ყველა ხარჯს. ახლა, სულ თუ გავჩერდები და ვერ ვიმოძრავებ, ვინ მარჩენს? ხმებზე კარგად დაგვდევდნენ წინასაარჩევნოდ” – განაცხადა რადიო ჰერეთთან, ერთ- ერთმა მძღოლმა კარლო ბოტკოველმა.

ბაზრობების სრულად გაჩერებას ეწინააღმდეგებიან მოვაჭრეებიც.

“უმრავლესობას ბანკის ვალები გვაქვს. დავუშვათ გადაავადეს. არსებობა არ გვინდა? ოჯახები ხომ გვყავს. გვესმის ჯანმრთელობა უპირველესია, ადამიანების სიცოცხლეზეა ლაპარაკი, მაგრამ შიმშილს რა დავუპირისპიროთ? ხომ შეიძლებოდა, რაღაც შუალედი მოეძებნათ. სად წაიღეს მილიონები, რატომ არ იზრუნეს, რომ აქამდე არ მივსულიყავით?”- ამბობს ერთ- ერთი მოვაჭრე.

თელავში, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ორი დიდი ბაზრობაა, სადაც ასზე მეტი მოვაჭრე მუშაობს.

ორი ავტოსადგურია განთავსებული ქალაქის ცენტრში, საიდანაც სოფლებისა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიმართულებით, 30- ზე მეტი სამარშუტო ავტომანქანა მოძრაობს.

მთავრობის საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ბაზრობები ჩერდება.
შეზღუდვა, ახალი წლის წინა დღეებში, 24 დეკემბრიდან, მხოლოდ ერთი კვირით, 2 იანვრის ჩათვლით მოიხსნება

ავტორი,

ხათუნა გულიაშვილი

მსგავსი პოსტები

Back to top button