მტერთან 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა-უკრაინაში ოკუპანტის 238 300 ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერთან 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
“გასული დღის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა 11 სარაკეტო და 49 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი 48. ამასთან, უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
მტერი აგრძელებს თავისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებით. გასული დღის განმავლობაში, მტერთან 28 საბრძოლო შეტაკება მოხდა”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.
უკრაინის გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს, უკრაინის შეაირაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 238 300 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები 2022 წლის 24 თებერვლიდან 17 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტებმა კიდევ 620 სამხედრო დაკარგეს, ასევე განადგურდა 8 რუსული ტანკი და 23 საარტილერიო სისტემა.
გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.
ტანკი – 4115
ჯავშანტექნიკა – 8034
საარტილერიო სისტემა – 4504
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 685
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 428
თვითმფრინავი – 315
ვერტმფრენი – 310
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3828
ფრთოსანი რაკეტა – 1273
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 7059
სპეცტექნიკა – 677
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.