ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

“რუსთავი2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს.
გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ახალ ტელევიზიის შექმნა დაანონსა. შეტყობინება არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. გვარამიას ინფორმაციით, რუსთავი ორის 9 პროცენტიანი წილის მფლობელის ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული – დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.
ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა “რუსთავი2”-ის კონტრაქტორ კომპანიებში შევიდა. პროკურატურა შევიდა კომპანია “ინტერმედიაში”. სწორედ ეს ფირმა ახორციელებს “რუსთავი 2”-ის სარეკლამო მომსახურების გაყიდვას.
პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.