მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კრემლზე თვითმფრინავის თავდასხმამ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე აჩვენა თუ რამდენად დაუცველია რუსეთი

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს

რუსეთი 9 მაისის აღლუმებს მზარდი დაუცველობის გამო აუქმებს,- ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია ნათქვამი. გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს, რაც კრემლზე დრონებით თავდასხმა მოხდა. მათივე ცნობით, კრემლი ამ გადაწყვეტილებას “უსაფრთხოების მიზნით” ხსნის.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკვე 6-მა ოლქმა და 21-მა ქალაქმა, ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმის საოკუპაციო ხელმძღვანელობამ გააუქმეს 9 მაისის „აღლუმები“. ამას გარდა, კრემლში მაგ დღეს საზეიმო მიღება არ ჩატარდება, ხოლო მოსკოვში, სავარაუდოდ, მცირე მასშტაბის ზეიმი გაიმართება.

„დრონების კრემლზე დარტყმა „გამარჯვების დღემდე“ რამდენიმე დღით ადრე, ასეთი თავდასხმების წინააღმდეგ რუსეთის მზარდ დაუცველობაზე მეტყველებს და უდავოდ გაზარდა რუსეთის ხელმძღვანელობის საფრთხის გრძნობა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილ მოვლენებთან დაკავშირებით“, – წერია ანგარიშში.

ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, 9 მაისის ღონისძიებების გაუქმებაზე, სავარაუდოდ, შესაძლო პროტესტებმა და უკრაინაში ომით უკმაყოფილებამაც იქონიეს გავლენა.
ამასთან გაუქმებულია პუტინთან, ვეტერანების ტრადიციული მიღება კრემლში, რომელიც ბოლოს 2019 წელს, პანდემიამდე გაიმართა.

უკვდავი პოლკის მსვლელობა კი არც მოსკოვში და არც რუსეთის სხვა ქალაქებში არ გაიმართება.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრემლზე თვითმფრინავის თავდასხმამ 9 მაისამდე რამდენიმე დღით ადრე, აჩვენა თუ რამდენად დაუცველია რუსეთი და რუსეთის ხელმძღვანელობას გაუზარდა შიში მათი უსაფრთხოების შესახებ მასობრივი ზეიმების დროს.

მსგავსი პოსტები

Back to top button