რეგიონი

ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის ღვინის დღეები დაიწყება

ღვინის დღეები ყოველწლიურად ფესტივალის სახით ჩატარდება და კახეთის რეგიონის რვა ქალაქში მოეწყობა.

კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ალადაშვილის განმარტებით, ყოველწლიური ფესტივალი ღვინის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისათვის დაფუძნდება.

“კახეთის რვავე მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს შემეცნებითი, კულტურული, პილიგრიმული და ღვინის ტურიზმის მოყვარულ ვიზიტორებს. ფესტივალი ეძღვნება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, ემსახურება ქართველი მეღვინეების სტიმულირებასა და ღვინის სამშობლოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე”- განაცხადა ალადაშვილმა.

ღვინის დღეები 9 ოქტომბერს თელავიდან დაიწყება, ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება და 15 ოქტომბერს, გურჯაანის ფესტივალით დაიხურება.

კორონავირუსის პანდემიის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და რუსეთისათვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების შემდეგ, ღვინის ბიზნესს, პროდუქციის რეალიზაციის სერიოზული პრობლემები აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button