მნიშვნელოვანისაქართველო

კორონავირუსი კიდევ ერთ პაციენტს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს პაციენტი ბოლო სამი შემთხვევიდან ერთ-ერთის კონტაქტია.

“ამ დროისთვის 45 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული. გუშინ 15 პაციენტზე ჩატარდა ტესტი და აქედან ერთზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის კონტაქტი. ამ ეტაპზე, დადასტურებული წევს 29 პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია”,- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ჯამში, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსი 34 ადამიანს დაუდგინდა, საიდანაც ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და სახლში გაწერეს, თუმცა ის მომდევნო 13 დღის განამვლობაში თვითიზოლაცაში დარჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button