მნიშვნელოვანირეგიონი

“მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს რუსეთთან დაახლოება

“მე ვიცი, რომ საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს არ სურს რუსეთთან დაახლოება”- ეს განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა კახეთში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

ამერიკის ელჩი რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის განცხადებას საქართველოს მიერ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხზე და კარასინის საუბარს ზურაბ აბაშიძესთან გამოეხმაურა და განმარტა, რომ დეტალებს არ იცნობს.

“რაც შეეხება კარასინის განცხადებას, იარაღის თაობაზე,.ამაზე რამდენჯერმე გავაკეთე კომენტარი და დამატებითი დეტალებისთვის უნდა მიმართოთ უკრაინის საელჩოს. რაც შეეხება აბაშიძე- კარასინის საუბრის ჩანაწერს, დეტალები არ ვიცი, რადგან აქ ვიმყოფები. მე ვიცი რომ ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე, ესვრის სკოლებს საავადმყოფოებს. აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში. ასე რომ ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის რუსეთთან დაახლოება”- განმარტა დიპლომატმა.

კელი დეგნანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესსაც გამოეხმაურა.

“ეს არის ძალიან სერიოზული მდგომარეობა, ჩვენ ყურადღებით ვართ,ჩვენი მთავრობაც და სხვა ქვეყნების მთავრობებიც ყურადღებით აკვირდებიან ამ პროცესს.. ეს არის შეშფოთების საგანი. მთავრობის და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ მას აღმოუჩინონ საჭირო დახმარება და ამისთვის საჭიროა ზუსტად დიაგნოზის ცოდნა,, რა დიაგნოზია და შემდეგ, დახმარების განსაზღვრა”- განაცხადა დეგნანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, მეორე დღეა, კახეთში იმყოფება.

დიპლომატი სტუმრობდა საჯარო სკოლებს, , ეწვია ამერიკის კუთხეს თელავში, მოინახულა გრემის მონასტერი და შეხვდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს.

ელჩის ვიზიტი, კახეთის რეგიონში, დღეს, საღამოს დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button