მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ახალი შემთხვევები: 1 ინფიცირებული და 11 გამოჯანმრთელებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 1-ით გაიზარდა და 809 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 11-ით გაიზარდა და 674 გახდა.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმშია 3 161 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 285 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button