მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოსა და მსოფლიოში

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 77 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

📌ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 10 739-ს შეადგენს.

📌ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 4 563 პირს დაუდასტურდა, 4 744 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

📌გუშინ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 6 356 ადამიანი აიცრა.

📌დღიურად ჩატარებული ტესტირების რაოდენობა – 49 334.

გუშინ, 10 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 5 751 შემთხვევა გამოვლინდა, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 78 კი გარდაიცვალა.

📌კორონავირუსის აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა ამ ეტაპზე 55 304-ია.
კორონავირუსის გაზრდილი მაჩვენებლის გამო
გაიხსნება თუ არა ქვეყანაში კვლავ საველე ჰოსპიტლები? ეს მომდევნო ერთ კვირაში გახდება ცნობილი. საქართველოში ამჟამად არსებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა უკვე ზაფხულის მაჩვენებლებს უტოლდება.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე აცხადებს, მსგავსი ვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალური სექტორი გადაიტვირთება.
“დაიწყო ბუსტერების პროცესი და ეს ძალიან კარგია. ასევე დაიწყო 12-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების აცრა. ესეც გარკვეულ წარმატებულ შედეგს გამოიღებს,” – განაცხადა მან.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ნოდარ ჩიმაკაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესის მცირედით გაუმჯობესება შეინიშნება.

“კიდევ და კიდევ უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა ამ სტრესული სიტუაციიდან გამოსავლის,” – აცხადებს ნოდარ ჩიმაკიძე.
მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 252 მილიონს გადააჭარბა.

კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 228 მილიონს აჭარბებს.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.8 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით ყველაზე მეტი – 47.6 მილიონი ადამიანი აშშ-ი დაინფიცირდა, მეორე ადგილზეა ინდოეთი 34.4 მილიონზე მეტი შემთხვევით, შემდეგ მოდის ბრაზილია, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი.

მსგავსი პოსტები

Back to top button