მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბახმუტის მიმართულებით 25 000-ზე მეტი ოკუპანტი იბრძვის

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის, სერგეი ჩერევატის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელების წინააღმდეგ 25 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი იბრძვის.

“ბახმუტის მიმართულებით ჩვენს წინააღმდეგ 25 000-ზე მეტი რუსი ოკუპანტი იბრძვის. მათი პირადი შემადგენლობა შედგება 65 ტანკისგან, 450 ჯავშანტექნიკისგან, 56 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემისგან. ეს უფრო მეტია, ვიდრე ჩეხეთის ან უნგრეთის არმია”, – თქვა ჩერევატიმ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის სპიკერის თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსების სამხედრო დანაკარგი ყოველდღიურად დაახლოებით 100 ადამიანს შეადგენს.

დღეს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით ინტენსიური საომარი მოქმედებები გრძელდება, მაგრამ მტერმა ჯერ ვერ შეძლო უკრაინის პოზიციების დაცვის გარღვევა.
უკრაინის თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის, ოლექსანდრ სირსკის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით გრძელდება ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები და სიტუაცია საკმაოდ რთულია. გენერალ სირსკის თანახმად, მოწინააღმდეგემ რამდენიმე მიმართულებით უშედეგოდ სცადა უკრაინელი სამხედროების პოზიციების გარღვევა.
აღმოსავლეთის დაჯგუფების სარდლის განცხადებით, მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთი ბახმუტისთვის საბრძოლველად აგზავნის „ვაგნერის“ და სხვა კერძო კომპანიების ახალ-ახალ ჯგუფებს და მედესანტეებს, თუმცა ქალაქზე კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებენ. გენერალ სირსკის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა ბახმუტის ცალკეულ მონაკვეთებზე კონტრშეტევა განახორციელეს და მოწინააღმდეგეს ზოგიერთი პოზიცია დაატოვებინეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსეთს ძირითადი ძალისხმევა ისევ კონცენტრირებული აქვს ბახმუტზე, ავდეევკასა და მარინკაზე, სადაც გასულ 24 საათში მოგერიებულია 36-ზე მეტი შეტევა.
რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერი” 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ დაიპყრონ დონეცკის ოლქის ქალაქი ბახმუტი, რომლის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია.
ომის დაწყებამდე ბახმუტში 72 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პროკუდინის განცხადებით, რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა.

“რუსმა ოკუპანტებმა გუშინ ღამით ხერსონის რეგიონი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 ადამიანი კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია. ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა გაანხორციელეს 39 თავდასხმა, გაისროლეს 163 ჭურვი მძიმე არტილერიიდან და თვითმფრინავებიდან”, – თქვა პროკუდინმა.

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, რუსი სამხედროები შევიდნენ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ ადგილებში და ხერსონის ცენტრში სახელმწიფო დაწესებულების შენობაში.

როგორც ის წერს, ბოლო დღის განმავლობაში რუსი ოკუპანტები რეგიონს 39-ჯერ დაესხნენ თავს. საერთო ჯამში, რუსებმა ხერსონს 163 ერთეული რაკეტა ესროლეს მძიმე არტილერიის, დრონებისა და ავიაციის გამოყენებით.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა ქალაქში სამოქალაქო დასახლებებიც და სახელმწიფო ინსტიტუტები დაბომბეს.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, ინტენსიური დაბომბვების გამო, რეგიონიდან ყოველ დღე, დაახლოებით 62 ადამიანის ევაკუაცია ხდება.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button