მნიშვნელოვანისიახლეები

სააკაშვილის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღესაც გადაიდება

სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ  დღესაც გადაიდება. მიზეზად მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.

ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის განმარტებით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და მას სამართალთან კავშირი არა აქვს.

მიმდინარე საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

“მიმდინარე სასამართლო პროცესი არის დანიშნული ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელიც ცალსახად რჩება ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ საქმედ. ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე და ვიკვლევთ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მე არ ვიცი ჯერჯერობით და როგორც წესი ჩვენ ბოლო მომენტამდე ვერ ვიგებთ ხოლმე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო მონაცემებს, ამიტომ ჩემთვის უცნობია ბოლო მომენტამდე შეძლებს თუ არა ის პროცესში მონაწილეობის მიღებას. თუ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიიღებს პროცესში მონაწილეობას, ბუნებრივია ეს პროცესი სავარაუდოდ გადაიდება,” – განაცხადა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button