სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მთავრობაში [Audio]

სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა.

საგანგებო ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს.

როგორც კვირიკაშვილის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მას ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გვახარია შეცვლის.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი უხელმძღვანელებს.

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დიმიტრი ქუმსიშვილის შემცვლელად “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა.

ოპტიმიზაციას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რადგან ხდება სამინისტროების გაერთიანება და მათი რაოდენობის შეკვეცა. ასევე კანონმდებლობის თანახმად, მთავრობაში მინისტრების 1/3-ის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება სჭირდება.

მოუსმინეთ გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგს ►

 

მსგავსი პოსტები

Back to top button