მნიშვნელოვანისაქართველო

ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში და გარე პერიმეტრზე დევნილების აქცია გრძელდება

დღეს პროტესტის 29 დღეა – ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში და გარე პერიმეტრზე დევნილების აქცია გრძელდება.

აფხაზეთიდან დევნილები ბინებით დაკმაყოფილებას თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ითხოვენ.

აქციის მონაწილეები სპეციალურ კომისიას, რომელიც დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადანაწილებაზეა პასუხისმგებელი, კორუფციაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები კომისიაში დევნილებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ჩართვას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის განახლებითა და სასამართლოში ჩივილით იმუქრებიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button