NASA ჯუჯა პლანეტა”ცერერას”ფოტოებს ავრცელბს

NASA-ს კოსმოსური აპარატი “Dawn” გავიდა სარტყელის ყველაზე იდუმალი წევრის, ჯუჯა პლანეტა “ცერერას” ორბიტაზე და სურათები გამოგზავნა, რომლის ზედაპირზე, იდუმალი მუქი ლაქებია დაფიქსირებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პლანეტის წიაღში, შეიძლება ოდესღაც გაყინული ოკეანე იყოს.

მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარე ასტეროიდების მთავარ სარტყელში მოხვედრა, უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რომელიც 2015 წლისპლანეტათაშორისი კოსმოსური მისიის სფეროში დაიგეგმა.

Cerera

(1 Ceres) — ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა.  ეს ყველაზე მასიური სხეული, იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე არაციმ 1801 წლის 1 იანვარს აღმოაჩინა. დიდი ხნის განმავლობაში ცერერა ითვლებოდა სრულყოფილ პლანეტად, თუმცა შემდგომ მოხდა მისი, როგორც ასტეროიდის  კლასიფიკაცია, ხოლოსაერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 2006 წლის 24 აგვისტოს XXVI საკ-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, ცერერა ჩაითვალა ჯუჯა პლანეტად.მისი ეკვატორული დიამეტრია დაახლოებით 980 კმ და პოლარული დიამეტრი 910 კმ.  მზის ირგვლივ ორბიტაზე 17882 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მზის მხარეს(პერიფელიუმში) ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურაა -34 °C (239 °K).

მსგავსი პოსტები

Back to top button