ტერორისტებმა თურქეთში ავტობუსი ააფეთქეს [Video]

სირიის საზღვართან განლაგებულ თურქეთის პროვინცია მარდინში ავტობუსი ააფეთქეს. 24 ადამიანი დაშავდა, მათ რიცხვში, 10 პოლიციელი იყო, – იუწყება გაზეთი Haber Turk.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ავტობუსში ნაღმი იყო დამონტაჟებული. ტერაქტი ქურთისტანის მუშატა პარტიის მებრძოლებმა მოაწყვეს.

დაშავებულები – 10 პოლიციელი და 14 სამოქალაქო პირი ქალაქ კიზილტეპეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბოროტმოქმედების საძიებო ოპერაცია უკვე დაწყებულია.

მსგავსი პოსტები

Back to top button