კრიმინალი

ბარსელონამ ბეტისიდან როიალი დაიმატა

კატალონიურმა ბარსელონამ სატრანსფერო ბაზარზე ახალი შენაძენი გააკეთა. სერხიო აგუეროსა და ერიკ გარსიას შემდეგ კლუბმა ბრაზილიელი ემერსონ როიალი დაიმატა.

22 წლის როიალი გარკვეული დროის განმავლობაში ბარსაში თამაშობდა. 2019 წელს „ბეტისში“ გადავიდა და კარგი თამაში აჩვენა ქომაგებს.

სწორედ ამის გამო, კატალონიურმა გრანდმა მისი უკა დაბრუნება გადაწყვიტა და შეასრულა კიდეც.

იმის მიუხედავად, რომ მარჯვენა მცველი ბეტისში იჯარით იყო განათხოვრებული, – ახალ კლუბს მისი შეძენა 9 მლნ ევრო დაუჯდა.

ბარსელონასთან დადებულ კონტრაქტში სამხრეთამერიკელს ჩადებული ქონდა პუნქტი, რომლის თანახმადაც კლუბს მისი უკან დაბრუნება შეეძლო.

იმის გამო, რომ ემერსონი ბოლომდე არ ეკუთვნოდა ბარსას, მას ფულის გადახდა მოუწია.

ბრაზილიელმა მარჯვენა მცველმა ლა ლიგის გასულ სეზონში ბეტისის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი პოსტები

ასევე ნახე
Close
Back to top button