რუსული გაზის კომპანია საფრანგეთისთვის გაზის მიწოდებას შეამცირებს

რუსეთის სახელმწიფო კომპანია, „გაზპრომი“ განაგრძობს საფრანგეთის ენერგეტიკის ჯგუფის, Engie-სთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეკვეცას. ამის გამო კიდევ უფრო ძლიერდება ევროპაში ენერგომატარებლების მიწოდების გარშემო შეშფოთება, რომელიც ახლავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი -1-ის“ მუშაობის შეჩერებას ტექნიკური მომსახურების მიზეზით.
Engie-ს თქმით, მიწოდების შემცირება “კონტრაქტების გამოყენებასთან დაკავშირებით მხარეებს შორის უთანხმოების გამო” მოხდა.
“ეს შემცირება არის გაზპრომის ქმედებების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც პატივს არ სცემს მის კონტრაქტებს და ამცირებს გაზის მიწოდებას მისი მომხმარებლების უმეტესობისთვის.”- განუცხადა წყარს CNN-ს საფრანგეთის ენერგეტიკის სამინისტროდან.
Engie-მ განაცხადა, რომ 30 აგვისტოს „გაზპრომმა“ მას აცნობა აირის მიწოდების დაუყოვნებლივი შეკვეცის შესახებ. კომპანიას არ გაუვრცელებია „გაზპრომთან“ კამათის დეტალები. მისი თქმით, გაზის მიწოდება თავიდანვე, თებერვლის ბოლოდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა. „სრულიად აშკარაა, რომ რუსეთი გაზს ომის იარაღად იყენებს და ჩვენ ყველაზე უარესისთვის-გაზის მოწოდების სრული შეწყვეტისთვის უნდა ვემზადოთ,“ – განუცხადა საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ანეს პანიე-რიუნაშემ საფრანგეთის რადიოს.
Engie-ს თანახმად, კომპანია თავდაცვის ზომებს მიმართავს. “Engie-მ უზრუნველყო ის მოცულობა, რომელიც აუცილებელია თავისი კლიენტების მიმართ ვალდებულების და საკუთარი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მან მიმართა ზომებს, რათა „გაზპრომის“ მხრიდან გაზის მოწოდებაში შეფერხებების ნებისმიერი საფინანსო და ფიზიკური შედეგები მნიშვნელოვნად შემცირდეს,“ აცხადებს Engie.
ევროპა უკვე გაფრთხილებულია, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ გერმანიას შეუწყვეტს გაზის მიწოდებას 31 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ტექნიკური მომსახურების ჩასატარებლად. გაზის მიწოდებაში შეფერხებებს მოჰყვა შეშფოთება, რომ რუსეთის ამცირებს მიწოდებას, რათა დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს და დაარღვიოს მათი ერთიანობა უკრაინაში ომის გამო მოსკოვისთვის დაწესებული სანქციების საკითხში, რასაც რუსეთი უარყოფს.
რუსეთის მხრიდან გაზის მიწოდების შეკვეცას მოჰყვა ენერგომატარებლებზე ფასების მკვეთრი ზრდა და ევროპის ქვეყნების მთავრობები იძულებული გახდნენ ზამთრის დადგომამდე ალტერნატიული გზები მოძებნონ.
შეგახსენებთ რომ უკრაინაში რუსეთი ომის დაწყების დროიდან, “გაზპრომმა” უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგული კომპანიისთვის გაზის მიწოდება, რომელიც მიმდინარე თვეში საათში 1.5 ტერავატია, მაშინ როცა 2021 წელს 121 ტერავატს აღწევდა.
„აშკარაა, რომ რუსეთი იყენებს გაზს, როგორც ომის იარაღს და ჩვენ უნდა მოვემზადოთ მიწოდების სრული შეწყვეტის ყველაზე უარესი სცენარისთვის“, – განაცხადა საფრანგეთის მინისტრმა ენერგეტიკის საკითხებში აგნეს პანიერ-რუნაჩერმა.