კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ბრალი რომელიც წამიყენეს სამართლიანი არ არის-დანაშაულის რა ვერსიაზე საუბრობს მკვლელობაში ბრალდებული გურჯაანში

ერთი პირის მკვლელობასა და ერთის მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული პირი,მისთვის წაყენებულ ბრალს უსამართლოდ მიიჩნევს და სოფელ ჩუმლაყში მომხდარი ამბის საკუთარ ვერსიას ყვება.

” რაც მოხდა, განზრახ არ ჩამიდენია, არ მომასვენეს. მანქანაში საწვავის ჩასასხმელად წავედი და გზად მაღაზიაში გადავედი. უბანში უცხო ბიჭები ჩხუბობდნენ და მხოლოდ ის ვუთხარი,
ბიჭებო უხერხულია, ხალხია, დამშვიდდით- მეთქი. მერე გავიგე, რომ ეგ იყო მაზმიშვილი, რომელმაც ფეხქვეშ გამიგდო და სანიაღვრე არხში ჩამაგდო, 130 კილოიანი იქნებოდა, სულ დამასისხლიანა. მაინც გამოვერიდე,ფიზიკურად არ შემიძლია ჩხუბი, დიალეზზე ვარ და მესამედი კაცი ვარ, კინაღამ. მეორედ გამომიდგნენ და ძირს დამაგდეს. რომ დამენახა, მომდევდნენ, საერთოდ წავიდოდი. იარაღი თან მქონდა, სულ თან დამქონდა, ვენახშიც კი, ეგ არის ჩემი დანაშაული. გამოშვებას რაც შეეხება, რამეს კი არ ვჩალიჩობ, ვადა გავიდა და ციხეში ვეღარ გამაჩერებდნენ. ახლა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმედი მაქვს, რადგან ბრალი, რომელიც წამიყენეს, სამართლიანი არ არის”- განაცხადა მამაკაცმა.

ბრალდებულის გათავისუფლებას აპროტესტებს გარდაცვლილი 39 წლის შოთა მაზმიშვილის ოჯახი. ისინი უახლეს დღეებში ადვოკატის აყვანას გეგმავენ და მამაკაცის უმკაცრესად დასჯას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში , 2020 წლის 29 ივნისს მომხდარი მკვლელობისათვის ბრალდებული, 49 წლის მამაკაცი პატიმრობიდან 10 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლდა. განთავისუფლების მიზეზი, 2021 წლის თებერვლის ბოლოს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამოძიებისათვის გათვალისწინებული ცხრათვიანი ვადის ამოწურვა გახდა.

ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გამოყენება გადაწყვიტა. 12 მსაჯულის შერჩევის პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში, ნოემბრის თვიდან მიმდინარეობს.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე, 19, 109- ე და236- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განზრად მკვლელობის მცდელობას დამამძიმებელ გარემოებებში და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა- ტარებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 16- დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

მსგავსი პოსტები

Back to top button