ლენონის გიტარა 2,4 მილიონად გაიყიდა

ჯონ ლენონის გიტარა ბევერლი-ჰილსის აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა.

უცნობმა კოლექციონერმა მასში 2 მილიონ 400 ათასი დოლარი გადაიხადა.

გიბსონის გირატა ბითლზის ლეგენდარულმა ლიდერმა 1962 წელს ლივერპულში შეიძინა. ინსტრუმენტით ის ჩვენთვის კარგად ცნობილ კომპოზიციებზე მუშაობდა.

გიტარა 1964 წელს ლონდონში საშობაო კონცერტიდან მოიპარეს. 1970 წელს კი ინსტრუმენტი ნიუ იორკის ერთ-ერთ მაღაზიაში მიზერულ თანხად გიტარისტმა ჯონ მაკოუმ შეიძინა.

მსგავსი პოსტები

Back to top button