საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვლს და ყინვას პროგნოზირებენ

4 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.

როგორც ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ გააცხადა, უმეტეს რაიონებში დღეს იწვიმებს. მთაში მოსალოდნელია თოვა. ამაღამ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექი შეწყდება. ხვალ დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კვლავ ნალექია მოსალოდნელი. დაბლობსა და ბარში წვიმის სახით, ხოლო მთასა და მაღალმთაში ითოვებს.

3-4 დეკემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. 4 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლჭყაპი ან თოვა.

აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში ქარი გაძლიერდება.

მაღალმთაში კი 1-4 დეკემბრის ჩათვლით პერიოდულად მოსალოდნელია ქარბუქი და თოვლი – განაცხადეს ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში.

მსგავსი პოსტები

Back to top button