Apple-მა მემილიარდე iPhone გაყიდა

კომპანია Apple-მა მემილიარდე სმარტფონი iPhone გაყიდა, – განაცხადა კომპანიის გენერალრმა დირექტორმა ტინ კუკმა თანამშრომლებთან შეხვედრის დროს.

” iPhone გახდა უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი პროდუქტი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა. იგი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და დღის განმავლობაში მრავალი ოპერაციის განხორციელების საშუალებას გვაძლევს”, – დასძინა კუკმა.

როგორც კომპანიის დეირექტორმა განაცხადა, მემილიარდე iPhone გასულ კვირას გაიყიდა.

აშშ-ის მოსახლეობის აღწერის ბიუროს მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვარს პლანეტის მოსახლეობის რიცხვმა 7,3 მილიარდ ადამიანს მიაღწია. ე.ი. ჰიპოთეტურად, პლანეტის ყოველი მერვე მოსახლე შესაძლებელია იყოს Apple-ს წარმოების სმარტფონის მფლობელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button