მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმის საჩუქარი კოვიდ პაციენტებისთვის

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის, ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმა, კახეთს საჩუქრად პულსოქსიმეტრები გადასცა.

სპეციალისტების განმარტებით, სისხლში ჯანგბადის საზომი ხელსაწყო, კოვიდინფიცირებული პირის მდგომარეობის სიმძიმის განსაზღვრისათვის აუცილებელია.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, პულსოქსიმეტრს ყველა მუნიციპალიტეტი მიიღებს.

” ქართველმა ექიმმა დავით მრელაშვილმა, რომელიც ამერიკაში მუშაობს, საჩუქრად გადმოგვცა 50 ცალი, სისხლში ჟანგბადის საზომი ხელსაწყო, რომელიც სახლში მყოფ პაციენტს ექნება და მონაცემებს შეატყობინებს ოჯახის ექიმს. ექიმი, ავადმყოფს, ჩვენს მიერვე შექმნილი ონლაინ სისტემით უკავშირდება და თუ ჩათვლის, რომ ჯანგბადის შემცველობა ნორმას არ შეესაბამება, მაშინ მოხდება პაციენტის ტრანსპორტირება კოვიდ მიმღებ კლინიკაში. ასეთი აპარატები აქვს მხოლოდ სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებს და ძალიან ძვირია სააფთიაქო ქსელში. ჩვენ ამ ხელსაწყოს გავუნაწილებთ ყველა მუნიციპალიტეტს “- განაცხადა შიოშვილმა, რადიო ჰერეთთან.

პანდემიის დაწყების დღიდან, კოვიდ მართვაში ჩართული მედიკოსები განმარტავენ, რომ სისხლში ჟანგბადის შემცველობის უეცარი ცვლილება კოვიდ ინფექციის ერთ- ერთი დამახასიათებელი სიმპტომია.

მსგავსი ცვლილება პაციენტის მდგომარეობის გართულებას და ზოგიერთ შემთხვევაში, მოულოდნელ დამძიმებასაც იწვევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button