მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჯეო ჰოსპიტალმა საწოლფონდი რეგიონებში გაზარდა

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სამ­ტრე­დი­ი­სა და სა­გა­რე­ჯოს სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრებ­მა და­მა­ტე­ბით 126 სა­წო­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­ღე­ბა სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი­დან და­ი­წყო.

რო­გორც რადიო ჰერეთთან „ჯეო ჰოს­პიტალსში“ გან­მარ­ტა­ვენ, კლი­ნი­კა მა­ლე­ვე შე­ივ­სო იმ პა­ცი­ენ­ტე­ბით, რომ­ლე­ბიც პან­დე­მი­ის გამო არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბას ვერ­სად ვერ ახერ­ხებ­დნენ.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის“ სამ­ტრე­დი­ი­სა და სა­გა­რე­ჯოს ცენ­ტრებს ვირუ­სის ად­გილ­ზე მკურ­ნა­ლო­ბის რე­სურ­სიც აქვთ. ჯამ­ში კლი­ნი­კებ­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია 126 სა­წო­ლი, მათ შო­რის 18 კრი­ტი­კუ­ლი/რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი სა­წო­ლიც (მათ შო­რის პე­დი­ატ­რი­უ­ლი), რაც COVID-19-ის მარ­თვის პრო­ცეს­ში რე­გი­ო­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუალოდ სა­გა­რე­ჯოს, რო­გორც რე­გი­ო­ნუ­ლი კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა და­ვით ჯი­ქი­ამ აღ­ნიშ­ნა, სა­წოლ­ფონ­დი სრუ­ლად არის შევ­სე­ბუ­ლი და სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს ხა­რის­ხი­ა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ონ.

„პა­ცი­ენ­ტე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რო­ებს. ჩვენ ზო­გა­და­დაც მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი ვართ და შე­სა­ბა­მი­სად, კო­ვიდ პა­ცი­ენ­ტე­ბი აქამ­დეც მო­დი­ოდ­ნენ ჩვენ­თან, თუმ­ცა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მა­ტე­ბა­სა და პან­დე­მი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან ერ­თად დად­გა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა რომ რე­გი­ონ­ში ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი ცენ­ტრი, რო­მე­ლიც ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბას მი­ი­ღებ­და. პა­ცი­ენ­ტებს სხვა­დას­ხვა გარ­თუ­ლე­ბა, სხვა­დას­ხვა თან­ხმლე­ბი და­ა­ვა­დე­ბა აქვთ, რა­საც მულ­ტიპრო­ფი­ლუ­რი ცენ­ტრის კომ­პე­ტენ­ცია სჭირ­დე­ბა“, – გან­მარ­ტა და­ვით ჯი­ქი­ამ.

„ჯეო ჰოს­პი­ტალსმა“ და­მა­ტე­ბი­თი სა­წოლ­ფონ­დით სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა. სამ­ტრე­დი­ი­სა და საგ­რე­ჯოს მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბი, სა­თა­ნა­დოდ აღ­ჭურ­ვი­ლი სა­წოლ­ფონ­დის გარ­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ავ­ტო­ნო­მი­უ­რი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის, თა­ნა­მედ­რო­ვე ჟანგბა­დის ქარ­ხნე­ბით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით სტრა­ტე­გი­ულ მნიშ­ვნე­ლო­ბას სძენს კლი­ნი­კებს და რე­გი­ონს, რად­გან ეს სერ­ვი­სი სამ­ტრე­დი­ი­სა და სა­გა­რე­ჯოს რე­გი­ონ­ში მხო­ლოდ “ჯეო ჰოს­პი­ტალ­სის” აღ­ნიშ­ნულ მრა­ვალპრო­ფი­ლურ ჰოს­პი­ტა­ლე­ბი­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას წვდო­მა ექ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის ყვე­ლა სა­ჭი­რო სერ­ვის­ზე.

„ჯეო ჰოს­პი­ტალ­სი“ ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბის ქსე­ლია, რო­მე­ლიც COVID-19-ის მარ­თვის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო.

მსგავსი პოსტები

Back to top button