მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის პრეზიდენტმა, სოჭში თურქ კოლეგას უმასპინძლა

თურქეთის პრეზიდენტი, ქალაქ სოჭში პუტინთან მოლაპარაკებების გასამართავად ჩავიდა.
ერდოღანი სოჭში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება, როგორც ლიდერებმა პირისპირ შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან განაცხადეს, ხელს მოაწერენ მემორანდუმს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებასთან დაკავშირებით, რომლის თაობაზე შეთანხმებაც რამდენიმე დღით ადრე, თურქეთში რუსული დელეგაციის ვიზიტისას შედგა.

რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვიც იმყოფება, მოსალოდნელია რომ მთავარი სასაუბრო თემები უკრაინაში რუსეთის ომის დასრულება და სირიასთან დაკავშირებული საკითხი იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გათვალისწინებული არ არის.

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა გასულ კვირას განაცხადა, რომ პუტინი და ერდოღანი სამხედრო და ტექნიკურ თანამშრომლობას, ასევე უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხებს განიხილავენ.

რუსეთის პრეზიდენმა, ვლადიმირ პუტინმა, მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოანს უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის ვითარების „პაკეტური გადაწყვეტისთვის“, რაც მიღწეული იქნა რუსეთისა და უკრაინის მიერ სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებებით.
ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება შავი ზღვისპირა ქალაქ სოჭში.

„მიწოდება უკვე დაწყებულია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ამისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამავდროულად მიღებულ იქნა „საპაკეტო“ გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქების უწყვეტი მიწოდების შესახებ“, – განუცხადა პუტინმა ერდოანს.

ორი ლიდერი გეგმავს დეტალურად განიხილოს რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობის თემები, მათ შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების შემდგომი გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელება ენერგეტიკულ სექტორში.
თურქული მედიის ცნობით, ლიდერები ორმხრივი შეხვედრისას რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ, ასევე დაესწრებიან დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრას.
ევროპის ქვეყნები თურქეთის მადლიერი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ „თურქული ნაკადი“, ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, შეუფერხებლად მუშაობს. გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. ერდოანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი ახალ გვერდს გახსნიან ორმხრივ ურთიერთობებში.
ორი ქვეყანა ასევე განიხილავს „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების პროექტს.

„ჩვენ გვაქვს მსხვილი პროექტები. ყველამ იცის ატომური ელექტროსადგურ „აქუიუს“ შესახებ, თუმცა არის სხვა მიმართულებებიც – ეს ენერგეტიკაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თურქული ნაკადი, რომლის მშენებლობაც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ, დღეს ერთ-ერთი უმსხვილესი არტერიაა ევროპისთვის რუსული გაზის მისაწოდებლად. „თურქული ნაკადი“ , განსხვავებით ევროპაში ჩვენი ნახშირწყალბადების მიწოდების ყველა სხვა მიმართულებისგან, მუშაობს გამართულად, რიტმულად, ყოველგვარი ჩავარდნის გარეშე. ვგულისხმობ არა მხოლოდ თურქი მომხმარებლისთვის მიწოდებას, არამედ ევროპელი მომხმარებლებისთვის. ვფიქრობ, ევროპელი პარტნიორები მადლიერი უნდა იყვნენ თურქეთის, რომ ჩვენი გაზის ევროპულ ბაზარზე მიწოდებას ჩავარდნის გარეშე უზრუნველყოფს“, – განაცხადა პუტინმა.

თავის მხრივ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ დღეიდან თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა დაიწყება. „ეს ეხება ენერგეტიკას და განსაკუთრებით, მარცვლეულის დერეფანს შავ ზღვაზე, რომლითაც ჩვენ გადავდგით ნაბიჯები. გადაიდგა ნაბიჯები ტურიზმისა და ტრანსპორტის მიმართულებითაც. ამ საკითხებთან ერთად, რეგიონშიც არის გადადგმული ნაბიჯები“, – განაცხადა ერდოღანმა.

მოლაპარაკების ფორმატი ითვალისწინებს პუტინისა და ერდოანის ჯერ პირისპირ, შემდეგ რუსეთისა და თურქეთის დელეგაციების გაფართოებული შეხვედრას. ამის შემდეგ ორ ლიდერს სამუშაო ვახშამს გამართავენ. კრემლის ინფორმაციით შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გათვალისწინებული არ არის.

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთ თვეში უკვე მეორედ ხვდებიან ერთმანეთს. ბოლო შეხვედრა 19 ივლისს თეირანში შედგა.

22 ივლისს უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი საშუალებას მისცემს უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სასიცოცხლო მნიშვნელობის მარცვლეულის ექსპორტის აღდგენას. შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამავლობით სტამბულში გაფორმდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button