ელექტრონულ სიგარეტებში ფილტვების დამშლელი ნივთიერება აღმოაჩინეს [Video]

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ელექტრონული სიგარეტების ზოგიერთი არომატიზატორი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას – დიაცეტილს შეიცავს, – წერს გამოცემა The Verge.

გამოკვლევების დეტალური შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Environmental Health Perspectives-ში.

კერძოდ, დიაცეტილი შემოწმებული სიგარეტების 75%-ია აღმოჩენილი.

მეცნიერებმა შედეგი საგანგებო ტესტის მეშვეობით მიიღეს. ელექტრონული სიგარეტები ჰერმეტულ გარემოში მოათავსეს და მოწევის პროცესის იმიტაცია შექმნეს. შედეგად, სიგარეტების 51 ნიმუშიდან 39-ში დიაცეტილი აღმოაჩინეს. ამის გარდა, 46 ნიმუშში პოტენციურად მავნე აცეტოინი, ხოლო 23 ნიმუშში აცეტილაცეტონი იპოვეს.

ერთ-ერთი მეცნიერის, დევიდ კრისტიანის თქმით, ელექტრონული სიგარეტები მაობლიტირებელ ბრონქიოლიტს იწვევს, რომელიც მძიმე რესპირატორულ დაავადებას წარმოადგენს.

ბრონქიოლიტს „ფილტვების პოპკორნსაც“ უწოდებენ, ვინაიდან იგი პირველად იმ ფაბრიკების მუშაკებს აღმოუჩინეს, რომლებიც პოპკორნის წარმოების დროს გამოყოფილ ეთერზეთებს ისუნქავდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button