მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აზერბაიჯანის პრეზიდენტი მოსკოვში, 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

მოსკოვისკენ მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა. მისი თქმით, ბაქომ გადაწყვეტილება ჰეიდარ ალიევისადმი მიძღვნილი შიდა ღონისძიებებით ახსნა.

“მოვიდა შეტყობინება, რომ, სამწუხაროდ, ალიევი არ ჩამოვა. განმარტეს, რომ ის უნდა დაესწროს შიდა ღონისძიებებს, რომლებიც მიეძღვნება ჰეიდარ ალიევს,“ — განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევთან საუბარში.

10 მაისი ჰეიდარ ალიევის — აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის — დაბადების დღეა.
მოსკოვში ვიზიტი ასევე გააუქმა ლაოსის პრეზიდენტმა, თონგლუნ სისულითმა, რომელიც კორონავირუსით დაავადდა.

მოსკოვისკენ მიმავალი სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის თვითმფრინავმა ბაქოში იძულებითი დაშვება განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის დედაქალაქის აეროპორტში იძულებითი დაშვების მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში თავდაცვის სისტემების მონაწილეობით მიმდინარე სამხედრო ოპერაცია გახდა.

შესაბამისი ნებართვის გაცემის შემდეგ, მოგვიანებით ვუჩიჩის თვითმფრინავს მოსკოვში გაფრენის უფლება მისცეს.

ცნობისთვის, ალექსანდრ ვუჩიჩი რუსეთის დედაქალაქში მიემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს 9 მაისს წითელ მოედანზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმში.

მსგავსი პოსტები

Back to top button