სიღნაღში მკვლელობაში ბრალდებულს საცხოვრებელი სახლი დაუწვეს

სოფელ ჯუგაანში, მკვლელობაში ბრალდებულ მამუკა მოკვერაშვილის საცხოვრებელ სახლს, წუხელ, გვიან ღამით ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად, დამწვარია სახლის სახურავი და კარ- ფანჯარა.
სოფელში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზად, ორი დღის წინ მომხდარი მკვლელობის გამო, შურისძიებას ასახელებენ.
30 იანვარს, 47 წლის მამუკა მოკვერაშვილმა, მეზობელი ქალი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით მოკლა.
ბრალდებულის მეუღლე, ნანა მოკვერაშვილი ამბობს, რომ ხანძრის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, რადგან თბილისიდან თელავში მეუღლის სასამართლო პროცესზე მიემგზავრება.
” თბილისიდან მივდივარ თელავში, პროცესზე. ჩაიდინა დანაშაული და დაისჯება. სახლს რას ერჩოდნენ, მცირეწლოვანი შვილები მყავს, პატარა 9 თვისაა, ქუჩაში ხომ არ ვიქნებით”- განაცხადა მოკვერაშვილმა.
მკვლელობაში ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე,თელავის რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მამუკა მოკვერაშვილს ბრალი გუშინ ოფიციალურად წაუყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოუსმინეთ ჩვენი კორესპონდენტის ხათუნა გულიაშვილის ჩართვას ახალ ამბებში: