კრიმინალირეგიონისაქართველოსიახლეები

კაცი, რომელმაც მე-12 სართულიდან ძაღლი გადმოაგდო, ხელწერილით გაათავისუფლეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, კაცი, რომელმაც ბორჯომში საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სახლიდან ძაღლი გადმოაგდო, ხელწერილით გათავისუფლდა.

პროკურატურის ცნობით, 10 აპრილს პროკურატურამ ბრალდებულისთვის 5 000 – ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა. სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა ნაწილობივ დააკმაყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. პროკურატურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

შემთხვევა 6 აპრილს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ძაღლი არ მომკვდარა, ის თბილისში, ერთ-ერთ ვეტერინარულ კლინიკაში გადმოიყვანეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

სამართალდამცავებმა ა.ს. 8 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია.

ბრალდება სასჯელის სახით 1 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button