მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ლაგოდეხში პირველი საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა

ლაგოდეხის პირველი საჯარო სკოლა დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი კორონავირუსია. ინფორმაცია რადიო ჰერეთს საგანმანათლებლო რესურსცენტრის მენეჯერმა, მანანა ჩიკვაიძემ დაუდასტურა

ჩიკვაიძის განცხადებით, 12 დღის განმავლობაში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ვირტუალური რეჟიმით გაიმართება. შემდეგ კი არდადეგები და უქმე დღეები დაიწყება.

რესურსცენტრის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსის შემთხვევების გამო,დროებით დაკეტილ მესამე საჯარო სკოლას მხოლოდ იმ შემთხვვაში გახსნიან, თუ კოვიდინფექციის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირდება.

შეგახსენებთ, ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის გასხნა 20 აპრილისთვის იყო დაგეგმილი.
რაც შეეხება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, კლასებში სწავლაშეჩერებულ კიდევ ერთ, მაწიმის სკოლას, ჩიკვაიძის განცხადებით, სწავლების აღდგენა 24 აპრილისთვისაა დაგეგმილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button