მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელებმა ხერსონში რუსების საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურა, რომ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსების კუთვნილი საბრძოლო მასალის საწყობი გაანადგურეს.
„როგორც ჩანს, ნახეთ შეიარაღებული ძალების მოქმედება სოფელ პარტიზანში, ნახეთ საბრძოლო მასალის ცეცხლმოკიდებული საწყობები. მეთაურმა უკვე მადლობა გადაუხადა ბიჭებს კარგი მუშაობისთვის. ნაკლები საბრძოლო მასალა, ნაკლები ცეცხლი (საუბარია მტრის მიერ არტილერიის გამოყენებაზე)“, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის პრესსპიკერმა იური იგნატმა.
შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში რუსების კუთვნილ საბრძოლო მასალების საწყობში აფეთქებები მოხდა.

ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. „გუბერნატორის“, ვლადიმირ როგოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში პიატიხატკის დასახლება გაათავისუფლეს.
„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა მოახერხეს. მტრის შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო“, – წერს როგოვი „ტელეგრამზე“.
მისი შეფასებით, თუ უკრაინა პიატიხატკში გამაგრდება, შეეცდება ჟერებიანკას მიმართულებით დარტყმის განხორციელებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვასილევკას შეუტევენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52, ოთხი დამრტყმელი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი “Shahed-136/131” და ერთი “ლანცეტი” გაანადგურეს , – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ასევე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩამოგდებულია შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი “ორლან-10”, “ორლან-30”, Zala და Supercam .
გარდა ამისა, საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ათობით გაფრენა განახორციელა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე, ტექნიკაზე, ზურგებზე და ცოცხალ ძალაზე. სულ 20-ზე მეტი საავიაციო დარტყმა. მათ შორის, 14 დარტყმა პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებზე. განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
“გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ რუსეთის არმიის 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრირების 2 რაიონი, საბრძოლო მასალათა 5 საწყობი და 3 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს”, – აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
რუსეთის ჯარმა კი უკრაინელების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე 43 საავიაციო, 4 სარაკეტო და 51 ზალპური რეაქტიული სისტემებით დარტყმა განახორციელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button