რატომ შფოთავთ?! – ივანიშვილი ქართულ მედიას

“ერთი მინისტრი გადადგა, მეორეს ოჯახური პრობლემები აქვს, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რატომ შფოთავთ, რა ხდება?!”

“სპორტის მინისტრთან დაკავშირებით რამდენი ხანია მიდის დებატები, რომ საკუთარ გუნდთან ჰქონდა პრობლემები. მე პირადად ძალიან მესიპათიურება ყიფიანი, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან განვიცადე, არ დაგიმალავთ, მე მქონდა მცდელობა მათი შერიგების, მაგრამ არ მოხერხდა. პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და რაც მთავარია თვითონაც მიიღო”, – განაცხადა ივანიშვილმა და კიდე ერთხელ აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ შფოთავს ამაზე მედია.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გაღიზიანება მთავრობაში ცვლილებების შესახებ კითხვებს მოჰყვა.

ივანიშვილმა ჟურნალისტები საკუთარი ოჯახის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია GDS-ში გადაამისამართა და მოუწოდა მის გადაცემაში დაერეკათ და იქ მიიღებდნენ პასუხს.

“შეკითხვები თუ გაქვთ GDS-ში დარეკეთ, ყველანაირ კითხვას გავუძღვები”-მიმართა ჟურნალისტებს ექსპრემიერმა. როგორც  საზოგადოება 20/30-ის დამფუძნებელმა ეკონომიკურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის შეცვლა ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს. ივანიშვილის შეფასებით,  მთავრობაში მიმდინარე პროცესების შესახებ ჭორების გარდა, კითხვები არ არის.

“მთავრობის შეცვლა ჩვეულებრივი მუშა პროცესია, ოპოზიციის ნაწილი ამას სხვა კუთხით განიხილავს. შავლიაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და სადაა აქ კითხვა არ ვიცი. როდესაც პრემიერი გამოდის და აცხადებს, რომ 107% აქვს გეგმის შესრულებული, აქ კითხვები აღარაა, გარდა ჭორებისა.  დღეს ჭორების გარდა ამ სამინისტროს ირგვლივ, არაფერი არ არის”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button