ისლანდიელმა მზარეულმა ვულკანური პურის გამოცხობა ისწავლა [Video]

ისლანდიელი შეფ-მზარეული, სიგი ჰილმარსონი სტუმარ-ტურისტებს უჩვეულო ხერხით გამომცხვარი პურით გაუმასპინძლდა, – გვაცნობებს ინტერნეტ-პორტალი reddit.com.

გამჭრიახმა მასპინძელმა პურის ცხობის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავა. ჰილმარსონი პურის გამოსაცხობად ტრადიციული ღუმლის ნაცვლად ვულკანურ ლავას იყენებს. მზარეული ქვაბში ჭვავის ფქვილისგან ცომს ზელს, ამატებს მარილსა და საფუარს, შემდეგ კი ლავაში ათავსებს, რომელიც ადუღებული წყლითაა გაჯერებული. რამდენიმე საათში პური მზადაა, თუმცა მას ნამცხვრის გემო უფრო დაჰკრავს.
როგორც ცნობილია, ისლანდიურ გეიზერებში ტემპერატურა ცელსიუსით 100 გრადუსს აღწევს, რაც პურის ცხობისთვის საჭირო სიმხურვალეზე ნაკლებია. ამიტომ ვულკანური პურის გამოცხობას 20 საათი სჭირდება.
ჰილმარსონის თქმით, იგი მიღწეულით არ კმაყოფილდება და სამომავლოდ ბოსტნეულისგან ვულკანურ-ვეგეტარიანული სუპის მომზადებას აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button