საბჭოთა უსახლკაროები ისრაელში

8 მილიონიან ისრაელში უსახლკაროთა რაოდენობა 1000 ადამიანს აღწევს, რომელთა უმეტესობა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მკვიდრია,- აცხადებს ქვეყნის სოციალური დაცვის სამინისტრო.

უსახლკაროთა ლომის წილი: თელ-ავივზე, იერუსალიმზე, ჰაიფასა და აშდოდზე მოდის. ქუჩაში მცხოვრები მოსახლეობის 55%-ს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ჩასული ემიგრანტები შეადგენენ.

სამინისტროს ინფორმაციით, უსახლკაროთა 65% ალკო და ნარკოდამოკიდებულია, 23%-ს ფსიქიკური აშლილობა აღენიშნება, 35% კი ფიზიკურად არის დაავადებული.

უსახლკარო ადამიანების დიდი ნაწილი ისრაელის მთავრობისგან საგრძნობ სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ მათ ცხოვრება მაინც ქუჩაში ურჩევნიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button