ჰერეთმა ახალი პროექტი “რადიოფერმერი” დაიწყო

რადიო ჰერეთმა ახალი პროექტის “რადიოფერმერის” განხორციელება დაიწყო. დღეს ეთერში პროექტის პირველ გადაცემა გავიდა.
“რადიოფერმერის” გადაცემების სერია განკუთვნილია სოფლის მეურნეობით დაინტერესებული მსმენელისთვის, ფერმერებისთვის,ბიზნესის იმ წარმომადგენლებისთვის, ვინც სოფლს მეურნეობის სექტორში აქტიურადაა ჩართული.
“ჩვენი მიზანია ისინი გახდნენ ინფორმირებულები ფა უკეთესად დაგეგმონ ბიზნესი, მზად იყვნენ ახალი პრობლემების და გამოწვევებისთვის, გახადონ თავიანთი საქმიანობა უკეთესი, ჰყავდეთ მეტი ლოიალური მომხმარებელი და გაზარდონ შემოსავლები. კახეთში უამრავი ასეთი ადამიანია, ჰერეთი არის ნოვატორი ვინც ამ მიმართულებით ფერმერებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის”- განაცხადა რამაზ სამხარაძემ სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორმა.
რადიო ჰერეთი თვეში 2 ჯერ მოამზადებს 60 წუთიან თოქ-შოუს, რომელსაც ჟურნალისტი გიორგი ალადაშვილი გაუძღვება.
გადაცემაში ფერმერებთან ერთად მოწვეულნი იქნებიან სოფლის მეურნეობის ექსპერტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, იმუშავებს პირდაპირ ეთერში სატელეფონო ხაზი 0354 22 51 46.
“სოფლის მეურნეობის წარმომადგენლები და ფერმერები ახალი გამოწვევების წინაშე დგანან, წინ ევროკავშირის ბაზარია, რომელზეც შესასვლელად ისინი მზად უნდა იყვნენ. ამიტომ მსგავსი პროექტების განხორციელებით, უკიდურესად მნიშვნელოვანია მათი საინფორმაციო მხარდაჭერა და რაც მთავარია რადიოს მუდმივად უნდოდა ასეთი ტიპის გადაცემების მომზადება და ამ მიმართულებით მსმენელის, სპონსორების მოძიება. მიხარია რომ ჩვენ ეს შევძელით”- ამბობს რამაზ სამხარაძე.
გადაცემაში მსჯელობა იქნება როგორც პრობლემებზე, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში ახალ გამოწვევებზე. ინოვაცებსა თუ სხვა მიდგომებზე.
მოუსმინეთ რამაზ სამხარაძის ხმას