მნიშვნელოვანი

მაღაზია ,,სუფთა სახლში” ამწე შევარდა

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე მაღაზიათა ქსელის, ,,სუფთა სახლის” ფილიალში ამწე შევარდა, შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button