ორი განსხვავებული ეგზიტპოლი

GFK და TNS-ის კვლევები გამოაქვეყნეს ქართულმა ტელეკომპანიებმა. სამაუწყებლო კომპაია რუსთავი2-მა, რომელმაც წინასწარი ეგზიტპოლების მონაცემების კვლევა გერმანულ კომპანია  GFK-ს დაუკვეთა ნათქვამია რომ “ქართულმა ოცნებამ” ამომრჩეველთა  39,9%-ი მიიღო, ნაციონალური მოძრაობამ კი  – 32,74%;პატრიოტთა ალიანსი – 5,76%; ლეიბორისტული პარტია – 4,21%;პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის  – 3,25%;ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – 3,21%;ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – 2,81%;სხვა პარტიები – 8,12%.  კვლევის ცდომილება + – 1,5%-ია.

ტელეკომპანიებმა: იმედი, მაესტრო, GDS და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ ერთი საერთაშორისო კომპანია TNS  -ის კვლევა გაავრცელეს. მათი ცნობით, 20 საათისთვის ეგზიტპოლის შედეგი ასე გამოიყურება: “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 53,2%„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი,გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,0%„ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები“ – 4,0%, „შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია“ – 3,0%, „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“ – 2,9, „უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“ – 2,9%, „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2,4%, „ეროვნული ფორუმი“ – 0,8%,  სხვა პარტიები ერთად – 6,8%

ეგზიტპოლები საქართველოს მასშტაბით 320 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. 9%-მა პასუხზე უარი განაცხადა. აქტივობამ 50 პროცენტი შეადგინა. საველე სამუშაოები შეასრულა კომპანია “გორბიმ”.

კვლევის ცდომილება, რომელიც 2 %-ია მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაასახელა.

ორივე კვლევის მონაცემებს ერთი საერთო აქვს: საარჩევნო ბარიერი სამმა პოლიტიკურმა ძალამ გადალახა –  “ქართულმა ოცნებამ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “პატრიოტთა ალიანსმა”.

“ქართულმა ოცნებამ” საზეიმო ფორმატში საკუთარი გამარჯვება უკვე მიულოცა ამომრჩეველს.

მოგვიანებით “რუსთავი 2”-მა GFK-ის საბოლოო შედეგები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც საარჩევნო ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომპანია GFK Customs Research LLC -ის მიერ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განხორციელდა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა.

ქართული ოცნება – 39,9%;

ნაციონალური მოძრაობა – 32%.

ყველა დანარჩენი პარტია 5%-იანი ბარიერის მიღმაა.

პატრიოტთა ალიანსი – 4,3%;

ლეიბორისტული პარტია – 4,1%;

პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის – 3,65%;

ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატები – 3,4%;

ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა – 2,9%;

სხვა პარტიები – 9,8%.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალური შედეგები ჯერ არ გაუსაჯაროვებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button